00:30 | 2020-11-27 ავტორი: Prime Time

ტრაგედია ხობში – 30 წლის ქალი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა, მისი კლინიკაში გადაყვანა ვერ მოასწრეს

ტრაგედია ხობში – 30 წლის ქალი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა, მისი კლინიკაში გადაყვანა ვერ მოასწრეს

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ საკიჯაოს მკვიდრი 30 წლის ქალი ელისო ლომაია კორონავირუსით გარდაიცვალა.

 

როგორც გარდაცვლილის ოჯახი წევრები ჟურნალისტებთან ამბობენ, ქალს კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა.

გიორგი შაქარაშვილის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მირიან ნიკოლაძე განმარტებას აკეთებს
2020-11-27გიორგი შაქარაშვილის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მირიან ნიკოლაძე განმარტებას აკეთებს

 

სპაზმის დროს ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ქალი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.

 

„ბოლო დღეს ძალიან გაუჭირდა სუნთქვა და რომ დავრეკეთ სასწრაფო-დახმარების ბრიგადა ორსაათნახევრის დაგვიანებით მოვიდა. მათ კი ჩემი ძმისშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.ასეთი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს თავს”,-ამბობს გარდაცვლილის ბიძა გულადი ლომაია.

 

ახალგაზრდა ქალს მოხუცი დედა და ბიძა დარჩა.

ავტორი: Prime Time

X