
მომღერალმა პაატა თედიაშვილმა რადიო „ფორტუნასთან“ მამის ტრაგიკულად გარდაცვალების ამბავი გაიხსენა.
„ტრაგიკული იყო მამას გარდაცვალება და ძალიან მოულოდნელი. ბოლო 20 წელი არ მქონია მამასთან ურთიერთობა, რადგან მათი დაშორება საბოლოოდ განაპირობა მამას ცხოვრებამ და მისმა არჩევანმა. დედამ გადაწყვიტა, რომ ის გარემო და წრე სადაც ის ცხოვრობდა არ იყო უპრიანი ჩვენი განვითარებისთვის.
ხშირად ვფიქრობდი, რომ მივსულიყავი მასთან და გამეგრძელებინა ეს ურთიერთობა, მაგრამ დედას ჰქონდა რადიკალური დამოკიდებულება, სულ ფიქრობდა, რომ ჩვენ წავიდოდით, დავტოვებდით მას და მისი სიბერე იქნებოდა ჩვენს გარეშე.
ბარბარობა დღე იყო, თენდებოდა. ჩვენმა ნათესავმა დარეკა, რომ თქვენი სოფლის სახლი დაიწვაო. მამა სახლში დაიწვა. ყვებიან ხოლმე, რომ შენი პირველი სიმღერები, როცა გაჟღერდა „არდაიდაროს“ უსმენდაო, შენს ხმას, რომ გაიგებდა ტიროდაო, იმდენად უხაროდა და ამყობდა შენითო. გული მწყდება, რომ ზრდასრულ ადამიანს მასთან ურთიერთობის საშუალება არ მომეცა“, – ამბობს პაატა თედიაშვილი.
წაიკითხეთ და ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























