10:41 | 2021-03-18 ავტორი: Prime Time

ტრაგედია ქობულეთში – მეზობლის სახლის სახურავიდან მამა-შვილი გადავარდა და დაიღუპა

ტრაგედია ქობულეთში – მეზობლის სახლის სახურავიდან მამა-შვილი გადავარდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევის შედეგად ქობულეთში მამა-შვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს ქობულეთს შემოერთებულ ტერიტორიაზე ე.წ. მტს-ის დასახლებაში მოხდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით მამა-შვილი მეზობელს სახლის სახურავის გაკეთებაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდნენ.

 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორივე გარდაცვლილი დახვდა.

 

პრაიმტაიმნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ავტორი: Prime Time

X