21:29 | 2021-08-05 ავტორი: Prime Time

ტრაგედია თბილისში – საქმეში ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი ფიგურირებს

ტრაგედია თბილისში – საქმეში ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი ფიგურირებს

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვაკეში მოხდა.

 

კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი მგალობელი, რომელიც პატრიარქმა ეკელსიის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა
2021-08-05კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი მგალობელი, რომელიც პატრიარქმა ეკელსიის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა

 

ჩვენი ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც „მხედრიონის“ ყოფილი ლიდერის, ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი მართავდა, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

 

ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

წაიკითხეთ სხვა საინტერესო ამბები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X