
ნიუ-მექსიკოში, ფილმის გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით შემთხვევით უკრაინელი ოპერატორი ქალი მოკლა, ფილმის რეჟისორი კი მძიმედ დაჭრა. შემთხვევა ვესტერნის, სახელწოდებით Rust გადაღების დროს მოხდა.
დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსია, ასევე დაშავდა ფილმის რეჟისორი ჟოელ სოუზა.
როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ამ შემთხვევის შემდეგ ნახეს, რომ მსახიობი ტიროდა და ტელეფონზე საუბრობდა.


როგორც ცნობილია, ბოლდუინი არის ფილმის თანაპროდიუსერიც, რომელშიც ის თამაშობს ცნობილ კრიმინალ ჰარლანდ რასტს, რომლის 13 წლის შვილიშვილი ნასამართლევია შემთხვევით მკვლელობაში.
ბიჭი იძულებულია იზრუნოს საკუთარ თავზე და უმცროს ძმაზე, მშობლების გარდაცვალების შემდეგ. მოქმედება 1880-იან წლებში, კანზასში ხდება.
ამავე თემაზე: ვინ არის უკრაინელი ოპერატორი, რომელიც ალეკ ბოლდუინის შემთხვევით გასროლას ემსხვერპლა – ფოტოები


ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მას შემდეგ რაც მკვლელობისთვის ბიჭს ჩამოხრჩობას მიუსაჯიან, მოზარდი თავის დიდი ხნის განშორებულ ბაბუასთან გარბის, რომელსაც ბოლდუინი თამაშობს.
შპს Rust Movies Productions– ის სპიკერმა ინციდენტს უბედური შემთხვევა უწოდა. ფილმის გადაღებები “განუსაზღვრელი ვადით” შეჩერდება, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ “მთელი მსახიობთა ჯგუფი აბსოლუტურად განადგურებულია დღევანდელი ტრაგედიით”.

ფილმის გადაღებები წესით ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.
ბოლდუინი სროლის შემდეგ დეტეტქტივის ოფისში გადაიყვანეს, თუმცა არ დაუკავებიათ. ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე ნახეთ ვიდეო – რამაზ დავლაძის ემოციური მიმართვა






















