
„გასულ ღამეს ვაშინგტონსა და მინეაპოლისში პრობლემები არ ყოფილა. ბევრი დაპატიმრება განხორციელდა. მადლობა პრეზიდენტ ტრამპს“, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
„გასულ ღამეს ვაშინგტონში პრობლემები არ ყოფილა. ბევრი დაპატიმრება განხორციელდა. ყველამ შესანიშნავი საქმე შეასრულა. დიდი ძალები იყო მობილიზებული. ანალოგიურად მინეაპოლისშიც. (მადლობა პრეზიდენტ ტრამპს)“ , – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში უკვე რამდენიმე დღეა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აპროტესტებენ, რომელიც დაკავების დროს პოლიციელის გულგრილობისა და არაადამიანური ქმედებების გამო დაიღუპა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.
D.C. had no problems last night. Many arrests. Great job done by all. Overwhelming force. Domination. Likewise, Minneapolis was great (thank you President Trump!).
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) June 2, 2020






















