
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის აპირებს, ხელი მოაწეროს განკარგულებას, რითაც ქვეყანაში მიგრანტების მიღება დროებით შეწყდება.
„უხილავი მტრის მიერ განხორციელებული შეტევის ფონზე, ასევე ჩვენი, ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დასაცავად, ხელს ვაწერ განკარგულებას, რომლითაც აშშ-ში იმიგრაცია დროებით შეწყდება,“- წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 784 599 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია – 42 138 ადამიანი.
In light of the attack from the Invisible Enemy, as well as the need to protect the jobs of our GREAT American Citizens, I will be signing an Executive Order to temporarily suspend immigration into the United States!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) April 21, 2020






















