
როგორც კორონავირუსმა აჩვენა, არ არსებობს საზღვრები, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გლობალური ვაქცინის ვირტუალურ სამიტზე განაცხადა.
„როგორც პანდემიამ გვიჩვენა, არ არსებობს საზღვრები, ის არავის ასხვავებს. ეს საშინელი ვირუსია, თუმცა ერთად უნდა მივხედოთ ამ პრობლემას. ჩვენ ბეჯითად ვიმუშავებთ ამის მისაღწევად“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, გლობალური ვაქცინის სამიტში 50-მდე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და კომპანია მონაწილეობს.























