08:35 | 2020-04-01 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ტრამპი – მინდა, რომ ყველა ამერიკელი მზად იყოს, მომდევნო კვირა მტკივნეული იქნება 

ტრამპი – მინდა, რომ ყველა ამერიკელი მზად იყოს, მომდევნო კვირა მტკივნეული იქნება 

აშშ-ის პრეზიდენტის,  დონალდ ტრამპის განცხადებით, მომდევნო 30 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ შემუშავებული წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

მისივე თქმით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, „გვირაბის ბოლოს ჭეშმარიტ სინათლეს დავინახავთ“.

 

„ფიქრობ, როდესაც ეს ვირუსი დამარცხდება, ჩვენ ბევრს ვისწავლით. მათ შორის უკეთ გავუმკლავდებით გრიპს. უფრო ხშირად დავიბანთ ხელებს, დავიცავთ დისტანციას. მომდევნო ორი კვირა ძალიან რთული და მტკივნეული იქნება. მინდა, რომ ყველა ამერიკელი მზად იყოს ამ რთული დღეებისთვის“, – დონალდ ტრამპმა.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით 181 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 3 606 – გარდაიცვალა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X