08:14 | 2020-06-03 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ტრამპი – ნიუ-იორკი ქაოსმა, უკანონობამ და ნგრევამ მოიცვა

ტრამპი – ნიუ-იორკი ქაოსმა, უკანონობამ და ნგრევამ მოიცვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ნიუ-იორკში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება.

 

„ქაოსმა, უკანონობამ და ნგრევამ მოიცვა ნიუ იორკი“@„ფოქს ნიუსი“. როდის დაუძახებს გუბერნატორი კუომო ფედერალურ მთავრობას დახმარებისთვის?“ – წერს დონალდ ტრამპი.

 

ნიუ-იორკში მიმდინარე საპროტესო აქციაზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეცამეტე პაციენტი
2020-06-03ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეცამეტე პაციენტი

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.

 

ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.

 

მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X