16:22 | 2020-04-11 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ტრამპი სანქციებით ემუქრება ქვეყნებს, რომლებსაც პანდემიის დროს აშშ-დან თავისი მოქალაქეები არ მიჰყავს

ტრამპი სანქციებით ემუქრება ქვეყნებს, რომლებსაც პანდემიის დროს აშშ-დან თავისი მოქალაქეები არ მიჰყავს

ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი მოქალაქეების წაყვანაზე ამერიკიდან, ან არამოტივირებულად მუშაობენ ამ საკითხზე, შესაძლოა ვიზების სანქციების ქვეშ მოხვდნენ.

 

ამას გულისხმობს მემორანდუმი, რომელსაც ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა.

 

„ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ, ან უსაფუძვლოდ ანელებენ თავიანთი მოქალაქეების დაბრუნების საკითხს, მას შემდეგ, რაც მათ თხოვეს, რომ დაებრუნებინათ სამშობლოში პანდემიის პერიოდში, ქმნიან დაუშვებელ რისკებს ამერიკის მოქალაქეებისთვის“, – წერია მემორანდუმში.

 

დოკუმენტი 2020 წლის ბოლომდე იმოქმედებს და შესაძლოა, რომ ის გაახანგრძლივონ.

 

აშშ ამ ეტაპზე კორონავირუსის ანტრეიტინგში მსოფლიო ლიდერია. ქვეყანაში 500 ათასამდე კოვიდ-19-ის შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 19 ათასზე მეტი დაიღუპა.

 

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებული დაბრუნების ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების და სახმელეთო გზით ამ დროისთვის საქართველოში 5 319 ადამიანი დაბრუნდა.

 

მოქალაქეების ჩამოყვანას უცხო ქვეყნებიდან ეტაპობრივად მოხდება.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X