11:06 | 2020-04-04 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ტრამპი თავისივე ადმინისტრაციის რჩევას არ ითვალისწინებს და ნიღბის ტარებას არ აპირებს

ტრამპი თავისივე ადმინისტრაციის რჩევას არ ითვალისწინებს და ნიღბის ტარებას არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამედიცინო ნიღბის ტარებაზე უარს ამბობს.

.

„ეს ნებაყოფლობითია, ვიღაც ითვალისწინებს, ვიღაც – არა. არ ვფიქრობ, რომ ნიღაბი უნდა ვატარო“ – ასე პასუხობს ტრამპი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, რომელიც ორგანიზაციამ COVID 19-ის საფრთხის ასაცილებლად მოქალაქეებისთვის გასცა.

 

4 აპრილისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 200 ათასს გადააჭარბა, რაც მას მსოფლიოში „ანტირეიტინგის“ ლიდერად ხდის.

 

რატომ არ გაამართლა ამერიკის ჯანდაცვის სისტემამ? ამის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე:

 

3 მიზეზი, რის გამოც აშშ კორონავირუსს მოუმზადებლად დახვდა
2020-04-033 მიზეზი, რის გამოც აშშ კორონავირუსს მოუმზადებლად დახვდა
ავტორი: ანეტი მიქელაძე

X