09:31 | 2020-04-05 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ტრამპი – უმძიმესი კვირა გველოდება, ბევრი ადამიანი დაიღუპება

ტრამპი – უმძიმესი კვირა გველოდება, ბევრი ადამიანი დაიღუპება

ბევრი ადამიანი დაიღუპება. ვუახლოვდებით დროს, რომელიც ძალიან საშინელი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლაში დამატებით ათასობით ჯარისკაცს, სამედიცინო პერსონალსა და პროფესიონალს ჩართავს.

 

„უსასტიკესი კვირა გველოდება. ამ რიცხვების მსგავსი ალბათ არასდროს არაფერი გვინახავს, არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომის დროს“- განაცხადა ტრამპმა ბრიფინგზე.

 

სამედიცინო ნიღბების ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა, რომ ნიღბები ამერიკის მოსახლეობას სჭირდება და მთავრობას არ სურს, რომ დამცავი აღჭურვილობა სხვებმა მიიღონ.

 

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 306 000 შემთხვევაა დადასატურებული, დაღუპულია 8 300 ადამიანი.

 

რაც შეეხება საქართველოს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X