
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელება აზიური წარმოშობის ამერიკელების ბრალი არ არის.
„უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ სრულად დავიცვათ ჩვენი აზიელი ამერიკელების საზოგადოება. არაჩვეულებრივი ხალხია და ვირუსის გავრცელება მათი ბრალი არ არის. ისინი ჩვენთან მუშაობენ,“ – აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადა, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა და გამონათქვამში – „ჩინური ვირუსი“ – რასისტული არაფერია.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 43 734-მდე, გარდაცვლილთა კი – 553-მდე გაიზარდა.






















