11:58 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

ტრამპის საიდუმლო აუდიოჩანაწერი – „მოაშორეთ. ხვალვე გააგდეთ!“

ტრამპის საიდუმლო აუდიოჩანაწერი – „მოაშორეთ. ხვალვე გააგდეთ!“

„რამდენ ხანს გაძლებენ ისინი რუსეთთან ბრძოლაში“, – ისმის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხმა ჩანაწერში, რომელიც 2018 წელს, დონორებთან შეხვედრის დროს გაკეთდა.  ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს და ჩანაწერის ვიდეოსაც აქვეყნებს.

 

კითხვის შემდეგ, ტრამპს ვიღაც პასუხობს, „უჩვენოდ დიდხანს არა“, „უჩვენოდ“, – იმეორებს ტრამპი და შემდეგ ჩივის, რომ „ყოველთვის ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ყველას“ და აკრიტიკებს ევროპულ ქვეყნებს.

 

ჩანაწერი ამერიკელმა ბიზნესმენმა და ტრამპის ადვოკატის პარტნიორებმა იგორ ფრუმენმა გააკეთა. ვიდეო სენატს ტრამპის იმპიჩმენტის საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა ლევ პარნასმა გადასცა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ამ ვახშამზე.

 

საუბრის მთავარი თემა უკრაინაში აშშ-ს ელჩი მარი იოვანოვიჩია. იოვანოვიჩმა, რომელიც თანამდებობიდან 2019 წლის მაისში დაითხოვეს, ახლახანს წარმომადგენელთა პალატას მისცა ჩვენება ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

 

ჩანაწერში ისმის პარნასის ხმა, რომელიც კიევში ამერიკელ ელჩს „ყველაზე დიდ პრობლემად“ მოიხსენიებს. სახელების თქმის გარეშე, პარნასი ამბობს: „ის უბრალოდ ყველგან დადის და ამბობს: მოიცადეთ, იმპიჩმენტს გამოუცხადებენ იმას, მოიცადეთ“.

 

შემდეგ ისმის ამერიკელი პრეზიდენტის სიტყვები: „მოაშორეთ. ხვალვე გააგდეთ! არ მაინტერესებს არაფერი, ხვალვე გააგდეთ, კარგით? შეასრულეთ“.

 

წარმოშობით ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ამერიკელი ბიზნესმენები, პარნასი და ფრუმანი, 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს და ამჟამად რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო ფონდში შემოწირულობის მონაცემების გაყალბების ბრალდების საქმეს გადიან.

ავტორი: Prime Time

X