17:05 | 2020-03-31 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ტრამპის თქმით, რუსეთმა დიდი თვითმფრინავით ამერიკას დახმარება გაუგზავნა

ტრამპის თქმით, რუსეთმა დიდი თვითმფრინავით ამერიკას დახმარება გაუგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ბრიფინზე განაცხადა, რომ რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა ამერიკას სამედიცინო დახმარება გაუგზავნეს.

 

„რუსეთმა გამოგვიგზავნა სამედიცინო აღჭურვილობა დიდი თვითმფრინავით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ჩინეთმა გამოგვიგზავნა ნივთები, რაც ასევე შესანიშნავი იყო.

 

სხვა ქვეყნებმა გამოგვიგზავნეს საგნები, რითაც ძალიან გაკვირვებული ვიყავი, ძალიან სასიამოვნოდ გაკვირვებული“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მისი დეტალები უცნობია, თუმცა კრემლის ინფორმაციით, საქმე ეხებოდა პანდემიას.

 

ამავე თემაზე

პუტინმა და ტრამპმა პანდემიის კრიზისზე ტელეფონით ისაუბრეს
2020-03-31პუტინმა და ტრამპმა პანდემიის კრიზისზე ტელეფონით ისაუბრეს

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X