
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 23 წლის კალათბურთელს, ვაჩე ცაკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებული ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
ცნობისთვის, ვერაზე 38 წლის ქალი მოკლეს, რომელიც ტაილანდის მოქალაქეა. საქმის მასალების თანახმად, დაკავებულმა “მასაჟის სალონში” უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყელი გამოჭრა და მიიმალა. ცაკაშვილმა ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები მას შემდეგ მიაყენა, რაც მისი იდენტობის შესახებ გაიგო.
ასევე დაგაინტერესებთ:
- VIDEO: არ დაგვწყევლოას ახლა – რა მოხდა ნიჭიერის სცენაზე, სადაც მკითხავმა რუსკას ყავის ჭიქაში ჩაიხედა






















