13:40 | 2021-10-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ტრავმის გამო ყველაფერი მიუწვდომელი მეგონა“ – ლაშა ბექაურის ემოციები ვარსკვლავის გახსნის შემდეგ

„ტრავმის გამო ყველაფერი მიუწვდომელი მეგონა“ – ლაშა ბექაურის ემოციები ვარსკვლავის გახსნის შემდეგ

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში გაიმართა.

 

ლაშა ბექაურმა „პრაიმსპორტთან“ემოციების შესახებ ისაუბრა.

 

„სანამ გავემგზავრებოდი, ოლიმპიურ კომიტეტში მოვედი, ტრავმა მქონდა და მაშინ ყველაფერი მიუწვდომელი მეგონა. ეს ყველაზე დიდი საფეხურია, წარმოუდგენელია სპორტსმენისთვის. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, მოკლე დროში შევძელი და მოვიპოვე ეს ვარსკვლავი.

 

ახალგაზრდა სპორტსმენმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

 

„წინ ბევრი შეჯიბრია, უახლოეს მომავალში მსოფლიო ჩემპიონატია, გვაქვს 4 ოლიმპიადა, რაც რეკორდისთვისაა საჭირო“, – თქვა ბექაურმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X