
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებაში ოჯახთან ერთად იშვიათად ჩნდება, თუმცა რამდენიმე დღის წინ, „მზიურის“პარკში მეუღლესთან მარიკა ფანცულაიასთან და ქალიშვილთან ერთად მივიდა.
გიორგი გახარიას მეუღლეს, რომელიც პროფესიით ექიმია, „მზიურის“ გახსნაზე ყვავილებიანი კაბა ეცვა.
ისევე, როგორც ყველა პირველი პირის მეუღლე, საზოგადოების დიდი ინტერესი პრემიერ-მინისტრის მეუღლის ჩაცმულობის მიმართაც გააჩნდა, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
„პრაიმტაიმი“ მოდის ექსპერტს დალი ჩიტალაძეს ესაუბრა. მარიკა ფანცულაიას ჩაცმულობა ჩიტალაძემ შეაფასა.
– სხვათაშორის პირველად ვნახე საჯაროდ ეს ქალბატონი და მინდა ვთქვა, რომ მოხდენილი მანდილოსანია, შვილიც პირველად ვნახე და რასაც ჰქვია კარგი ოჯახი დავინახე, რომლის მიმართ სიმპატიით განვეწყვე.
– პრემიერ-მინისტრის მეუღლის ჩაცმულობას როგორ შეაფასებთ?
– ტრენდული კაბა ეცვა, ახლა მოდაშია გრძელმკლავიანი და ყვავილებიანი კაბები. უბრალოდ დამთავრება აკლდა კაბას. წვრილ ქამარს გავიკეთებდი წელზე, ფეხზე პატარა ქუსლიან ფეხსაცმელს ჩავიცმევდი და გვერდზე „შანელის“ პატარა ჩანთას გადავიკიდებდი. ფეხსაცმელი აუბრალოებდა ამ კაბას.
თავად პრემიერის ჩაცმულობას რაც შეეხება, მას პროტოკოლის მიხედვით ეცვა, ნორმალური ჩაცმულობა არასოდეს ხვდება ადამიანს თვალში, მაგრამ თუ შეცდომა მოუვიდა, აუცილებლად ამჩნევენ სხვები.
– რომელი ბრენდის იყო ეს კაბა?
– ეს არ იყო ბრენდული კაბა, მე არ მეცნო რომელიმე ბრენდი. რა საჭიროა ბრენდების ჩაცმა. მას ეცვა ხარისხიანი აბრეშუმის კაბა და შორიდანაც იგრძნობოდა ეს. სწორედ ხარისხია მთავარი.
























