23:24 | 2020-05-05 ავტორი: თამარ გონგაძე

ტრისტან სარალიძემ დაბადების დღე “დისტანციის დაცვით” აღნიშნა – “პირბადეებს დალევისას ვიხსნით”

ტრისტან სარალიძემ დაბადების დღე “დისტანციის დაცვით” აღნიშნა – “პირბადეებს დალევისას ვიხსნით”

მსახიობი ტრისტან სარალიძე დღეს იუბილარია. მსახიობი, 5 მაისს, 65 წლის გახდა. დაბადების დღე ბორჯომში ახლობლებისა და ნათესავების გარემოცვაში აღნიშნა. ბატონი ტრისტანი “პრაიმტაიმის” ზარმა გაახარა და ხუმრობის ხასიათზეც დადგა.

 

ტრისტან სარალიძე: – დაბადებული ვარ 1955 წლის 5 მეხუთე თვეს. ხედავთ, რა იღბლიანი ვყოფილვარ? სკოლაში არა, მაგრამ ცხოვრებაში ხუთოსანი გამოვდექი.

 

ნათესავები, ახლობლები, მეგობრები და მეზობლები შევკრიბე. ვინც კი მიყვარს ამქვეყნად, ყველა აქ არიან, ჩემთან.

 

ორმეტრიანი დისტანცია რომ დაგვეცვა, პურ-მარილი “ზალაში” გავაკეთე. პირბადეებს ვიხსნით სადღეგრძელოს დალევის დროს (იცინის).

 

ახლა მეუბნებიან, გაჩერდი, ნუ ამბობ, რომ სტუმრები გყავს, თორემ დაგაპატიმრებენო. ჩემი დამპატიმრებელი კუკიაზე წევს-მეთქი, ვპასუხობ. მადლობა მოლოცვისთვის, გენაცვალეთ…

ავტორი: თამარ გონგაძე

X