
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ის ბოლო დროს ლაივ-ჩართვებში ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია და აქციები ეპიდვითარებას მეტად ამძიმებს.
„წადით არჩევნებზე! პატივი ეცით იმ ადამიანებს, ვისი სიცოცხლეც შეიწირა ამ არჩევნებმა!“, – დაწერა ფხაკაძემ სოცქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓