
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ უგრეხელიძის განცხადებით,ცაგერიდ უნიციპალიტეტიდან გაგზავნილ 456 ტესტის ნიმუშზე ყველა პასუხი უარყოფითია.
„ეს არ გვაძლევს მოდუნების უფლებას,უნდა დავუცვათ დაავადებათა ცენტრის ყველა რეკომენდაცია,რავა გართულებული შედეგები არ მივიღოთ.არსებული მონაცემებით ჩვენ კვლავ 12 კოვიდ ინფიცირებული გვყავს“ – აცხადებს უგრეხელიძე.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში -ორბელსა და ლაჯანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.






















