
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაჯანურის ხეობის სოფლებში მასობრივი PSR ტესტირება მიმდინარეობს. ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი თეა გურგუჩიანის განცხადებით, დღეს 456 ტესტის პასუხს ელოდებიან.
„მოსახლეობის ტესტირება დასრულდა ორბელში,ლაჯანაში,ლეშკედაში;დღეს მიმდინარეობს სპათაგორში,ლაცორიაში, ორხვში, კურორტ „ლაშიჭალაში“,მუშაობენ ადგილობრივი და ჩამოსული ეპიდემიოლოგების ჯგუფები.გუშინ მიღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.ამ მოცემულობით კვლავ 12 კოვიდ ინფიცირებული გვყავს“, – განაცხადა გურგუჩიანმა.
ტესტირება მიმდინარეობს აგრეთვე ამ ზონაში ორივე გამშვებ პუნქტზე. ერთიანად,ამ დროისათვის ლაბორატორიაში გაგზავნილია 456 ბიოლოგიური ნიმუში, შედეგები ამ საღამოს გახდება ცნობილი.
R























