15:47 | 2021-10-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

წალენჯიხაში „ოცნების“ მერობის კანდიდატმა გამარჯვება „ნაცმოძრაობის“ გამარჯვებულ კანდიდატს მიულოცა

წალენჯიხაში „ოცნების“ მერობის კანდიდატმა გამარჯვება „ნაცმოძრაობის“ გამარჯვებულ კანდიდატს მიულოცა

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა წალენჯიხაში გოგა გულორდავამ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებულ კანდიდატს გიორგი ხარჩილავას გამარჯვება მიულოცა.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა, რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა.

 

წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს“, – წერს გულორდავა.

 

ავტორი: თეა შონია

 

ასევე ნახეთ:

 

სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი 

 

​რევოლუციის დროა – მაია დარსმელიძე 

 

ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

 

ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ

 

თავში მუშტი ჩამარტყეს და იქვე გავითიშე, მეგობარს კი ეუბნებოდნენ, მაგ საყურეს ე.წ. ბრტყელტუჩათი დაგაგლიჯავთო – რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ უბანზე

 

ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X