
წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ მუჟავადან, სავარაუდოდ, ლიას მკვიდრი სამი პირი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ დაკავებული პირები, ძმები ლამანძიები და კიდევ ერთი მოქალაქე გვარად კვირკვიაა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნული პირების შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ადგილობროვების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მათივე ცნობით, დაკავებულები ჯართის შესაგროვებლად მეზობელ სოფელში იმყოფებოდნენ.
ავტორი: თეა შონია























