
ნიუ-იორკის წამყვანმა ექიმმა, ლორება ბრინიმ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში, თავი მოიკლა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
არსებული ინფორმაციით, მან საკუთარ სახლში თვითდაზიანებები მიიყენა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილი მამა, ფილიპ ბრინი New York Times-თან საუბრისას აცხადებს, მის შვილს ფსიქიკური დაავადების არანაირი ისტორია არ ჰქონია.
მისივე თქმით, ლორნა ბრინი სამუშაოს შესრულების დროს ახალი კორონავირუსით დაავადდა და სამსახურში რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდა.
მან ლორენასთან ბოლო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ შვილი უყვებოდა თუ როგორ იღუპებოდნენ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მანამდე, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანებიდან გადმოიყვანდნენ.






















