22:06 | 2020-09-04 ავტორი: Prime Time

წამლები ძალით დაალევინეს, ალბათ ოჯახის ამოწყვეტით ემუქრებოდნენ – ბაჩალიაშვილის დედა

წამლები ძალით დაალევინეს, ალბათ ოჯახის ამოწყვეტით ემუქრებოდნენ – ბაჩალიაშვილის დედა

ეს იყო უნიჭო რეჟისორის დადგმული სპექტაკლი,- ასე აფასებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 4 სექტემბერს პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შედის თამარ ბაჩალიაშვილი აფთიაქებში მედიკამენტების შესაძენად.

 

ბაჩალიაშვილის დედის თქმით, ეს იყო თვითმკვლელობის ინსცენირება.

 

„ეს თვითმკვლელობის ინსცენირება უნიჭო რეჟისორის უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია. ჩემს შვილს თუ უნდოდა თავის მოკვლა. თავისუფლად შეეძლო, მარტო იყო სახლში, მიეღო თუნდაც ერთი მედიკამენტი, დაწოლილიყო ლოგინში და მშვიდად განეხორციელებინა რაც ჰქონდა ჩაფიქრებული. როგორც თეთრიწყაროსკენ მიმავალი დააფიქისრეს, რომ მარტო მიდის, ასევე დადგეს და ატარეს სხვადსხვა აფთიაქში.

 

საკმაოდ საშიშ საქმიანობასთან ჰქონდა შეხება - ადვოკატის ახალი ვერსია ბაჩალიაშვილზე
2020-09-04საკმაოდ საშიშ საქმიანობასთან ჰქონდა შეხება - ადვოკატის ახალი ვერსია ბაჩალიაშვილზე

 

ბოლო ერთი თვე ძალიან შეშინებული იყო. ჩემს გვედით ეძინა და ძილში სულ ხტოდა. მანამდე ძილში შფოთვა არ ჰქონია. მიზეზს მეც და ჩემი მეუღლეც ვეკითხებოდით, მაგრამ ამბობდა, რომ მე სრულწლოვანი ვარ და თავად მივხედავ ჩემს პრობლემებსო.

 

მან იცოდა, რომ გაუსწორდებოდნენ, უბრალოდ დრო და საათი არ იცოდა.

 

ერთ-ერთი საუბრისას ვუთხარი, ხანდახან სიმართლეზეც თვალი უნდა დახუჭო-მეთქი და შემეწინააღმდეგა – როცა მართალი ვარ, უკან არასოდეს დავიხევო, მითხრა.

 

ჩვენი სახლის წინ, აფთიაქთან ახლოს, შავი ტოიოტა ქამრი ერთი თვის წინ, ხშირად იდგა. პლანშეტი ჰქონდა და მუშაობდა ხოლმე მანქანაში ვინც იჯდა, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენს ინტერნეტშიც აღწევდა და თამუნას კომპიუტერშიც.

 

თამარი სახლში დაძინებული დავტოვე. მას ვოთსაფში დაურეკა ვიღაცამ და ასე გააღვიძეს. თავის მოსაკლავად მიდიოდა და სახლში სელფები გადაიღო?…

 

რამდენადაც ვიცი, წამლები ბოთლში იყო. ვისაც თავის მოკვლა უნდა, აბებს პირდაპირ ყლაპავს, ვინ ხსნის წყალში პრეპარატებს? მას წამლები ძალით დაალევინეს, წყლის ბოთლში გახსნილი. მას ემუქრებოდნენ ალბათ, ოჯახზე თავდასხმით და დააშინეს“, – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

 

ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს გაავრცელა ექსპერტიზის დასკვნა და აფთიაქებში გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ყიდულობს მედიკამენტებს თამარ ბაჩალიაშვილი.

ავტორი: Prime Time

X