
მარნეულელი 19 წლის უსინათლო მომღერალი, შაბან მამედოვი ფორტეპიანოზე 6 წლის ასაკიდან უკრავს და მღერის.
შაბანი „პრაიმტაიმს“ უყვება,რომ მისი ნიჭის აღმოჩენის შემდეგ, მშობლებმა დიდი წვლილი შეიტანეს მის წარმატებაში.
მომღერალი რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავს. შაბანი ყვება, რომ მხედველობის პრობლემა დაახლოებით შვიდი თვის ასაკიდან დაეწყო.

„მშობლები მიყვებიან რომ7 თვის ასაკში სეფსისი დამემართა და ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად მხედველობა ორივე თვალში დავკარგე.
რამდენიმე ოპერაციაც გავიკეთე, მაგრამ მხედველობა არ აღმიდგა. ამის მიუხედავად ყველაფრის გაკეთება შემიძლია დამოუკიდებლად, ვსწავლობ თბილისის უსინათლოთა პანსიონში.
იქ ვარ მთელი კვირა და სახლში შაბათ-კვირას ვბრუნდები, რამდენიმე ენას ვფლობ და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე: ფორტეპიანოზე, ელექტროპიანოზე, დრამზე, ტამტამზე და ცოტას სალამურზეც ვუკრავ“, – ამბობს მუსიკოსი.
19 წლის შაბანმა ბევრ კონცერტსა თუ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა. ყოველ მის სცენაზე გასვლის დროს.
შაბანს უკვე 6 საერთაშორისო გრანპრი, 62 დიპლომი და 8 მედალი აქვს.

„თავიდან მშობლებმა, მარნეულის კულტურის სახლში მიმიყვანეს, ჩემი პედაგოგი ამირან ნასყიდაშვილი იყო.
მან მისვლიდან, რამდენიმე თვეში სცენაზე გამომიყვანა. მახსოვს ჩემი განცდები, არ ვიცოდი აუდიტორია როგორ მიმიღებდა. როცა კომპოზიციას ვასრულებდი ჩემი მშობლები და პედაგოგი სიხარულით ატირდნენ.
მამა ფარილ მამედოვი სამხედრო პირი იყო, აგვისტოს ომის ვეტერანიც არის, მან ჩემი კარიერისთვის საკუთარი კარიერა დათმო და ჯარიდან წამოვიდა.

დღემდე ჩემი ყველაზე განსაკუთრებული გულშემატკივარია.
სცენაზე გასვლის წინ მე და მამას განსაკუთრებული, ტრადიციული რიტუალიც გვაქვს. ჩვენ ერთმანეთს ხელებს ძლიერად ვკიდებთ და მამა მთელ დადებით ენერგიას მაძლევს, ასევე ლოცვასაც ვკითხულობ.
ყოველთვის ვღელავ სცენაზე გასვლის წინ. წარმატებაში მე რწმენა მეხმარება.
პირველად გრანპრი 2013 წელს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ავიღე, რამდენიმე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, საქართველოს წარმომადგენელი, ჟიურის წევრი ანრი ჯოხაძე იყო, რომელმაც უმაღლესი ქულა 11 დამიწერა.
ძალიან დიდი განცდა იყო ჩემთვის“, – გვიყვება 19 წლის მომღერალი.
შაბან მამედოვი ამბობს, რომ უყვარს წიგნების კითხვა, განსაკუთრებულად ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები იზიდავს, უსმენს ძირითადად მშვიდ ომპოზიციებს.
მომღერალს დამთავრებული აქვს, ევგენი მიქელაძის, ცენტრალური სასწავლებლის შვიწლედი და გავლილი აქვს ჯაზ კურსები.
ამ ეტაპზე მარნეულის კულტურის სახლში სოლისტის პოზიციაზე მუშაობს და ყავს მოსწავლეებიც რომელთაც ვოკალში ამეცადინებს.






















