
ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი, 4 წლის ბავშვის გადასარჩენად საზოგადებას თხოვნით მიმართვას:
„მოგმართავთ ჩემს 5 ათასამდე მეგობარს და 40 ათასამდე გამომწერს! ყველას, ვინც ამ კედელზე შემოდის – ჩემი პროფილი ყველასთვის ღიაა.
პატარა ქეით ახვლედიანის გადასარჩენად საჭირო მინიმალური თანხის შესავსებად, დარჩენილია 23 ათასი ევრო.
დრო გვაქვს ძალიან ცოტა – სულ რამდენიმე დღეში, ქეითი, აუცილებლად უნდა გაემგზავროს საზღვარგარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ მოუწევს განმეორებითი ქიმიის კურსი, რაც ძალიან არასასურველია ბავშვის მდგომარეობისთვის.
გთხოვთ ყველას, ვინც ამას კითხულობს, სულ მცირეც რომ შეგვეძლოს, არ მოგვერიდოს, არ დავიზაროთ – ამ საქმეში მცირე არ არსებობს – მთავარია, ჩვენ ვიყოთ ბევრი.
ვინც ვერ ვრიცხავთ ფულს ანგარიშზე, დავრეკოთ მითითებულ ნომერზე – ზარის ღირებულება 1 ლარია.
ყველა, ვინც ამას კითხულობთ, ამ წუთშიც შეგიძლიათ დარეკოთ ერთხელ, ორჯერ, რამდენჯერაც გინდათ – ჩვენ ბევრი ვართ და თუ ყველა ამას გავაკეთებთ, ნაწილი გადარიცხვასაც შეძლებს, მოგროვდება ეს დარჩენილი თანხაც!
გთხოვთ! წარმოიდგინეთ დედის მდგომარეობა, რომელმაც იცის, რომ შვილის გადარჩენა შეიძლება, თუ ფული იქნება.
დავეხმაროთ პატარა ქეითს და მის მშობლებს და გადავურჩინოთ 4 წლის შვილი ყველამ ერთად!
გთხოვთ! გთხოვთ! გთხოვთ!
__________________________________________
0901200127
ზარი ერთი ლარი.
საქართველოს ბანკი
GE95BG0000000345929036
მიმღები დედა კარინა გრიგორიანი Karina Grigoriani
თიბისი ბანკი
GE60TB7108745064300024
მიმღები მამა დავით ახვლედიანი“ – წერს სარიშვილი.






















