
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კრწანისის ქუჩის 14 ნომერში.
არსებული ინფორმაციით „ნიუ ჰოსპიტალის“ ეზოში სატვირთო მანქანა შევარდა და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა.
ჯერჯერობით უცნობია მოჰყვა თუ არა ავარიას მსხვერპლი.
„პრაიმტაიმი“ შსს-სგან ოფიციალურ კომენტარს ელოდება.
ავტორი: სალომე ნეფარიძე






















