19:44 | 2021-08-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

წარმოუდგენელია ტიკარაძე და „მუშკეტერები“ როგორ იძინებენ ღამე – მიხეილ სააკაშვილი

წარმოუდგენელია ტიკარაძე და „მუშკეტერები“ როგორ იძინებენ ღამე – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შექმნილ ეპიდვითარებას ეხმაურება.

 

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ ადამიანების სიკვდილთანაა დაკავშირებული.

რა წერია წერილში, რომელიც ზვიადაურმა მოკლული კენჭოშვილის ოჯახს გაუგზავნა
2021-08-20რა წერია წერილში, რომელიც ზვიადაურმა მოკლული კენჭოშვილის ოჯახს გაუგზავნა

 

„წარმოუდგენელია ივანიშვილი, ტიკარაძე, “მუშკეტერები” როგორ იძინებენ ღამე, თუ მართლა რაღაც ადამიანური შერჩათ, იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ უკავშირდება მრავალი ათასი ადამიანის სიკვდილს – ივანიშვილი და სიკვდილი გახდნენ სინონიმები.

 

ღმერთის როგორ არ ეშინიათ, როცა მათი გადაწყვეტილების პირდაპირ შედეგად, ყოველ დღე, ამდენი ადამიანი ტანჯვით კვდება.

 

საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილის რაოდენობით, ახლა, მას შემდეგ, რაც მრავალი მილიარდი, რომელიც გამოყო საერთაშორისო თანამეგობრობამ კოვიდთან საბრძოლველად დაიხარჯა, ამათი ვილების მშენებლობაზე. სიკვდილის დამარცხების ერთადერთი გზა, არის ივანიშვილის დამარცხება – ძალიან მალე საქართველოში“,- ამბობს სააკაშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X