
„ადამიანები ცდილობენ გარკვეული დაძაბულობის შემოტანას იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მიიქციონ ამ პროცესში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მასობრივ შიმშილობის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს.
“მასობრივ შიმშილობას რაც შეეხება, როგორც მაშინ, ასევე, ახლაც, მესმის, რომ გარკვეული პროტესტის სახე არის დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი საზოგადოებაში და სახელმწიფოში. მესმის, რომ ადამიანები ცდილობენ გარკვეული დაძაბულობის შემოტანას იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მიიქციონ ამ პროცესში, თუმცა, ნამდვილად მივიჩნევ, რომ ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს, რომელიც ართულებს ქვეყანაში ისედაც არსებულ პანდემიურ სიტუაციას”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.






















