13:36 | 2021-07-22 ავტორი: Prime Time

ცდილობს იყოს “ანგელოზი”… ჩინეთს COVID-19-წარმოშობის გამოძიების მეორე ეტაპში მონაწილეობა არ უნდა

ცდილობს იყოს “ანგელოზი”… ჩინეთს COVID-19-წარმოშობის გამოძიების მეორე ეტაპში მონაწილეობა არ უნდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჩინეთი COVID-19-წარმოშობის გამოძიების მეორე ეტაპის გეგმაში, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სთავაზობს, მონაწილეობას არ მიიღებს. ის ამასთან დაკავშირებით ჯანმოზე დაყრდნობით წერს.

 

როგორც პროფესორი ამბობს,რომ ვირუსის ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ გავრცელებული თეორიის გამორიცხვა ჯერ ნაადრევია.

ყინული დაიძრა! სწორი გადაწყვეტილებაა! - გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაზე
2021-07-22ყინული დაიძრა! სწორი გადაწყვეტილებაა! - გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაზე

 

„ჩინეთი COVID-19-წარმოშობის გამოძიების მეორე ეტაპის გეგმაში, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სთავაზობს, მონაწილეობას არ მიიღებს.

 

მე გაგიზიარეთ არაერთი ექსპერტის მოსაზრება, რომ ვირუსის ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ გავრცელებული თეორიის გამორიცხვა ჯერ ნაადრევია.

 

მოკლედ მე იმედი მაქვს, მოვა დრო (მალე) და ყველას მოეთხოვება პასუხი. იქნებ მიხვდეთ, რუსული ბოტების გარდა ჩინური ბოტებიც არიან (რამდენიმე მეც დავბლოკე).

 

ჩინეთი ცდილობს,, იყოს “ანგელოზი” ,აგერ “ვაქცინებს” “გვჩუქნის” და “გვეხმარება” – ნუთუ ვერ ხვდებით, რა ხდება?!

მოვითხოვ კიდევ უფრო მკაცრად და გთხოვთ, რომ ყველამ მოვითხოვოთ მაღალხარისხისნი ვაქცინები საქართველოსთვის“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

ავტორი: Prime Time

X