13:51 | 2021-02-26 ავტორი: თამარ გონგაძე

ცეკვა მუსიკის და მაყურებლის გარეშე – 75 წლის იაკობის ცეკვა თოვლში (ემოციური ვიდეო)

ცეკვა მუსიკის და მაყურებლის გარეშე – 75 წლის იაკობის ცეკვა თოვლში (ემოციური ვიდეო)

გიორგი კეკელიძე ნათელა გრიგალაშვილთან ერთად აგრძელებს დოკუმენტური ფილმების სერიის გადაღებას, თუ როგორ ცხოვრობენ უბრალო, რიგითი ადამიანები, როგორ ცდილობენ თავიანთი მოსაწყენი ცხოვრება გახადონ საინტერესო.

 

ტანდემმა უკვე გადაიღო და საზოგადოებას წარუდგინა ამ სერიის პირველი ფილმი – “ზურიკოს კალანდა“, რომელიც გურიაში, ძველით ახალ წელს გადაიღეს.

 

ამჯერად, გიორგი ნათელასთან ერთად მაღალმთიან აჭარაში გადაღებულ ფილმს “იაკობის ცეკვას” წარმოგვიდგენს. ფილმი მონტაჟის ეტაპზეა.

 

No description available.

 

გიორგი კეკელიძე: – იაკობ ადაძე ხულოს უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლ “ბერმუხას” წევრია. ის პანდემიამ სახლში გამოკეტა, მაღალ მთაში, სოფელ მეკეიძეებში. ცდილობს პანდემიას შრომით და ცეკვით გაუმკლავდეს. მაგრამ როცა ცეკვა მოწყურდება, ასე თოვლში მართავს რეპეტიციას. ან რეპეტიციას რატომ, თუნდაც კონცერტსაც.

 

ესეც ფრაგმენტი ამ დიდი კონცერტიდან, ერთი შემსრულებლით და უმაყურებლოდ. ამ ძალას სხვა ვარჯიში სჭირდება, სხვა ილეთები. ეს გულის ილეთებია – მერე კარნახობს გარესხეულს.

 

ეს ემოციურია, ის მხოლოდ აუდიტორიისთვის არ ცეკვავს. ის, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ცეკვავს.

 

 

ნათელა გრიგალაშვილი: -ფილმი თებერვალში, ორ დღეში გადავიღეთ, ხულოს რაიონის სოფელ ნეკეიძეებში. იმ დღეს მოთოვა, რომ ჩავედით და გამიმართლა. მიყვარს თოვლი.
იაკობი 75 წლის გახლავთ და დღემდე ცეკვავს. მისი ერთი დღე გადავიღეთ. მურნეობას მისდევს, შრომობს, როგორც ყველა.
ჩვენ გადავიღეთ როგორ ცეკვავს ეზოში, ვარჯიშობს. აქ ჩანს, რომ ცეკვა უბრალოდ მისი პროფესია არ არის, ეს მისი ცხოვრების ნაწილია.
შემდეგი ფილმის გადაღებას ვაპირებთ კახეთში.
ავტორი: თამარ გონგაძე

X