19:01 | 2021-04-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ არ ვიცი – გიორგი რურუას პირველი კომენტარი

წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ არ ვიცი – გიორგი რურუას პირველი კომენტარი

გიორგი რურუამ გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. რურუას ციხის კართან ოჯახის წევრები, ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ.

 

რურუამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

 

„თავისუფლებას ვერ შეგიფასებთ, მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, მადლობა ვუთხრა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს, ასევე, ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში – შაჰინს და რიშს, ასევე კუბილიუსს, ანა ფოტიგას, გრეგოროვას და სხვებს.

 

რაც მთავარია, პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და, კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა.

 

მოგეხსენებათ, რომ წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით. ეს დამტკიცდა და მგონი ყველასთვის ნათელია. ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, უნდა ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ.

 

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, მე მათი მჯერა და მწამს. მინდა მადლობა გითხრათ ჟურნალისტებს, ასევე, ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებს“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X