14:11 | 2021-02-12 ავტორი: Prime Time

წელიწადზე მეტია მესმის კითხვები – როდის მიდიხართ? ხომ ხედავთ, ჯერჯერობით მოვდივარ – გახარია მედიას

წელიწადზე მეტია მესმის კითხვები – როდის მიდიხართ? ხომ ხედავთ, ჯერჯერობით მოვდივარ – გახარია მედიას

ზუიგდიდში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მედია დაინტერესდა, როდის აპირებს გიორგი გახარია გადადგომას, ვინაიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეცვალოს.

 

„წელიწადზე მეტია უკვე ეს კითხვები ისმის – როდის მიდიხართ, დღეს, ხვალ, გუშინ უკვე ხომ არ წახვედით. ჯერჯერობით მოვდივარ ხომ ხედავთ. ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც უკვე მომაბეზრებელი გახდა. რაღაც უფრო საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ხომ შეიძლება ვისაუბროთ. ხომ არ შეიძლება, წელიწადნახევრის განმავლობაში, ჟურნალისტებთან რამდენიც დავდგები კითხვა იყოს – როდის მიდიხართ? როდის გადადგებით? უკვე იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე არის მისი კარგი მეგობარი და ხმები მათ შორის დაპირისპირების შესახებ, სპეკულაციაა.

 

ნახეთ ვიდეო – გიორგი გახარია მისი პოსტიდან, შესაძლო წასვლაზე ↓

 

ავტორი: Prime Time

X