00:34 | 2020-07-29 ავტორი: Prime Time

ცემის შემდეგ ჩაახრჩვეს მდინარეში, ყველაფერი ვიცი – შაქარაშვილის ბიძა

ცემის შემდეგ ჩაახრჩვეს მდინარეში, ყველაფერი ვიცი – შაქარაშვილის ბიძა

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი ჯერ სცემეს და მერე მდინარეში დაახრჩვეს.

 

როგორც „ტვ პირველზე“ საუბრისას ნიკოლაძემ განაცხადა, აღნიშნულია ინფორმაცია პირადი წრეებიდან მოიპოვა. ის პასუხისმგებლობას „ტოიოტას“ მგზავრებს აკისრებს.

 

VIDEO: როცა შევხვდებით ისევ გადავეხვევით ერთმანეთს - შაქარას მეგობრების ემოციები 40 დღის შემდეგ
2020-07-28VIDEO: როცა შევხვდებით ისევ გადავეხვევით ერთმანეთს - შაქარას მეგობრების ემოციები 40 დღის შემდეგ

 

„ჩვენ ვდავობ იმას, რომ ჯერ მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, ხოლო შემდეგ მდინარეში ჩაახრჩვეს​. ნაცემ ბავშვს გადააგდებ თუ არა, ხო ახრჩობ? თუ მიიყვან, თავს ჩააყოფინებ, ესეც ხო დახრჩობაა? ეს ინფორმაცია არის ჩემი პირადი წრეებიდან მოპოვებული, რომ ბავშვი ცემის შემდეგ ჩაახრჩეს, ყველაფერი ვიცი“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

 

მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ იცის ვინ შეჰყვა გიორგის მდინარეში, თუმცა ამჟამად პირების დასახელებისგან თავი შეიკავა.

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

 

პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, რომელთა ნამდვილობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც ვიცით, ისაა, რომ მის გაუჩინარებას წინ დაპირისპირება უძღოდა.

 

თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი გამოიკვეთა, კვალიფიკაციას კიდევ ერთი – ძალადობის მუხლი დაემატა.

 

უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

რედაქციის შენიშვნა: მასალის ფოტოდ გამოყენებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ფოტო.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X