
რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა წერეთლის გამზირზე, „თიბისი ბანკის“ ფილიალში.
ოფისის ფოიეში, სადაც ბანკომატები და ჩასარიცხი აპარატებია განთავსებული, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც არკვევს, რა გახდა ხელჩართული ჩხუბის მიზეზი.

სამართალდამცველები ადგილზე სავარაუდოდ მას შემდეგ გამოცხადნენ, რაც ჩხუბის ბანკის კამერებმა დააფიქსირეს და განგაშის სიგნალი ჩაირთო.






















