14:13 | 2020-05-26 ავტორი: თათია ცუკოშვილი

“წერილები მოგვდის“ – სანდრო ბრეგაძე ყველასგან განსახვავებულ პარტიას ქმნის

“წერილები მოგვდის“ – სანდრო ბრეგაძე ყველასგან განსახვავებულ პარტიას ქმნის

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე პოლიტიკური პარტიის პირველ ყრილობას ივნისში გამართავს.

 

როგორც ის „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, პარტია ყველასგან განსხვავებული იქნება.

 

ცისარტყელას ვერავის ვაჩუქებ, ცისარტყელა არის ჩემი! - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
2020-05-15ცისარტყელას ვერავის ვაჩუქებ, ცისარტყელა არის ჩემი! - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

 

„ივნისის შუა რიცხვებამდე ყრილობა გვექნება, თარიღს მოგვიანებით დავაზუსტებთ. იმედი გვაქვს, რომ ეს შეზღუდვები მალე მოიხსნება.

 

ყველა რაიონიდან წერილებს ვიღებთ. სურთ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთონ. მოგეხსენებათ, რომ მანამდე „ქართული მარში“ საზოგადოებრივი მოძრაობის სახით არსებობდა. მაშინაც ბევრი გულშემატკივარი გვყავდა.

 

უკვე ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ახლახან შემოგვიერთდნენ. გვეყოლება ახალი სახეებიც.

 

ვაპირებთ, რომ სერიოზული განაცხადი გავაკეთოთ არჩევნებზე. ჩვენ ვიქნებით ქართული და ეროვნული ძალა, რომელიც პარლამენტში ტრადიციულ ღირებულებებს დაიცვას.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X