
დღეს დილით თვითმკვლელობა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში. გარდაცვლილია 45 წლის ბეჟან ბენიძე.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი კარლო თედორაძე ამბობს, მამაკაცმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა.
„ვერაფერს გეტყვით. მარტო ცხოვრობდა, დილით სამზარეულოში იპოვეს ჩამომხრჩვალი. ორი კვირა მუშაობდა – ეზო და სახლი დაალაგა, ყველაფერი მოაწესრიგა, წერილი დატოვა, სოფელს დაემშვიდობა“, – ამბობს კარლო თედორაძე.
მისივე თქმით, უცნობია მიზეზი, რატომ დაასრულა ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით.






















