
რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, თინა კანდელაკი საკუთარ თავს სოციალური ქსელის მეშვეობით დაბადების დღეს ულოცავს.
კანდელაკმა მილოცვის ბარათი წარსულში, 16 წლის თიკას გაუგზავნა.
თინა კანდელაკი: – დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს თავს! მე ახლა საკუთარ თავს წერილს ვუგზავნი წარსულში. იმ 16 წლის თიკას, თინათინს, როგორც მეგობრები მეძახდნენ თბილისში, რომელიც ვერც კი წარმოიდგენდა, რა ცხოვრება ელოდა მომავალში.
ძვირფასო თინა, მოგესალმები!
აი, 16 წელი შეგისრულდა. ტელევიზიასა და რადიოში მუშაობის იმხელა მუხტი გამოძრავებს, რომ იმედოვნებ, რომ ყველაზე გამოჩენილი წამყვანი გახდე საქართველოში.
მე შენ არაფერს გიკარნახებ, არ გეტყვი, რა შეცდომა არ უნდა დაუშვა, რადგანაც ერთხელ, რამდენიმე წლის შემდეგ, მიხვდები, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე.






















