19:36 | 2020-04-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ცერცვაძე გახარიაზე: კრიზისულ პერიოდში მისი ინტერვენციები უაღრესად ეფექტური აღმოჩნდა

ცერცვაძე გახარიაზე: კრიზისულ პერიოდში მისი ინტერვენციები უაღრესად ეფექტური აღმოჩნდა

„ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებამ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური.

 

„ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებამ.

 

მხედველობაში მაქვს ეპიდემიოლოგები და ექიმები, ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც მთავარ როლს თამაშობს და საქართველოს მთავრობა.

 

ასევე, პირადად პრემიერ-მინისტრი ბატონი გახარია, რომელმაც გარკვეული დროის წინ, თავის ხელში აიღო პრეკრიზისული სიტუაციის მმართველობა და მისი ინტერვენციები აღმოჩნდა უაღრესად ეფექტური.

 

ყველა საპასუხო ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად, რაც ვერ ან არ გააკეთა ევროპის ვერც ერთმა სახელმწიფომ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X