21:11 | 2020-05-26 ავტორი: Prime Time

ცერცვაძემ დაასახელა მედიკამენტი, რითაც ჩაანაცვლებენ პლაქვენილს, თუ მისი გამოყენება შეწყდება

ცერცვაძემ დაასახელა მედიკამენტი, რითაც ჩაანაცვლებენ პლაქვენილს, თუ მისი გამოყენება შეწყდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტ „პლაქვენილის“ გამოყენება შეწყდება, მას „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაციით ჩაანაცვლებენ.

 

„15-მდე სხვადასხვა მედიკამენტი იცდება მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს ზოგიერთი აქვს, ზოგიერთი არ აქვს.

მაქვს სერიოზული დაავადება, თუმცა დღეში 18-20 საათი ვმუშაობ - თენგიზ ცერცვაძე
2020-03-24მაქვს სერიოზული დაავადება, თუმცა დღეში 18-20 საათი ვმუშაობ - თენგიზ ცერცვაძე

 

ჩვენ გავამკაცრებთ კონტროლს პლაქვენილზე და თუ სადმე ოდნავი რისკი იქნება გვერდითი მოვლენის, იქ არ დავნიშნავთ, თუმცა თუ ასეთი რისკი არ იყო, ჯერჯერობით დავნიშნავთ კვლევის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ვატარებთ.

 

ყველაზე რეალური პრეტენდენტი პლაქვენილის ჩანაცვლებისა საქართველოში არის „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს.

 

ეს არის შიდსის საწინააღმდეგი წამალი, ამიტომ საქართველოში გვაქვს და შედის სოლიდარობის კვლევის ოთხეულში. ეს იქნება ყველაზე გამართლებული“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ავტორი: Prime Time

X