17:58 | 2021-04-29 ავტორი: Prime Time

ცერცვაძემ დაასახელა პირობა, რა შემთხვევაში შეიძლება მოთხოვონ მთავრობას კომენდანტის მოხსნა

ცერცვაძემ დაასახელა პირობა, რა შემთხვევაში შეიძლება მოთხოვონ მთავრობას კომენდანტის მოხსნა

ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ თუ პირბადეების ტარების მაჩვენებელი 95%-მდე გაიზრდება, ასევე მასიურად წარიმართება კოვიდვაქცინაციის პროცესი და თუ ამ შემთხვევაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება არ მოხდა, მთავრობას მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართოს მოსახლეობამ პრეტენზიით.

 

ცერცვაძის განცხადებით, ყველაზე ბოლოს „კომენდანტის საათი“ მოიხსნება ან შემცირდება, მისი მოქმედების ინტერვალი.

მე ყველას ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან, ძიუდოისტი ვარ - გრიგოლ კაცია ​ჭყონდიდში დასჯილ სასულიერო პირებზე
2021-04-29მე ყველას ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან, ძიუდოისტი ვარ - გრიგოლ კაცია ​ჭყონდიდში დასჯილ სასულიერო პირებზე

 

ვაქცინაციის რაოდენობით ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ, გავიმეორებთ მის შეზღუდვების შემცირებასაც. მაგრამ ახლა არა, რადგან მხოლოდ 2% გვყავს აცრილი, 2% ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს.

 

სადღაც 30%-ზე მაინც თუ ავალთ, მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვების მოხსნაზე, ყველანაირი შეზღუდვები ალბათ მოიხსნება, ყველაზე ბოლოს „კომენდანტის საათი“ დარჩება და ისიც შემსუბუქდება. შემცირდება „კომენდანტის საათის“ ინტერვალი, თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადეების ტარება იქნება 90-95%.

 

თუ 95%-მდე გაიზრდება პირბადის ტარება და მასიური ვაქცინაცია წარიმართება, მთავრობამ კი მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ პრეტენზიები წაუყენოთ მთავრობას. ჯერ პირობები უნდა შემცირდეს და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ავტორი: Prime Time

X