
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში, ზუგდიდში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქალაქში დათვლილია 109-ვე უბანი და შედეგების მიხედვით, მამუკა წოწერია იმარჯვებს. მისი კონკურენტი “ნაციონალური მოძრაობიდან” ანზორ მელია იყო.
მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” მამუკა წოწერია – 51,631%;
“ნაციონალური მოძრაობა” ანზორ მელია – 48,369;






















