01:30 | 2020-11-09 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„ცესკოსთან მიმდინარე შტურმს კრიმინალი ნიკანორ მელია ხელმძღვანელობს” – ირაკლი კობახიძე

„ცესკოსთან მიმდინარე შტურმს კრიმინალი ნიკანორ მელია ხელმძღვანელობს” – ირაკლი კობახიძე

ცესკოსთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების” ოფისში ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა.

 

„მინდა გავაკეთო განცხადება ცესკოსთან მიმდინარე შტურმთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობს კრიმინალი ნიკანორ მელია.

 

მოგახსენებთ სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნაციონალური მოძრაობის ზონდერ ჯგუფებს ნიშანი, გასული წლის 20 ივნისს როცა შტურმი მიიტანეს პარლამენტის შენობაზე. ამ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დარწმუნებული ვართ აუცილებლად იქნება ბოლომდე მოყვანილი.

 

ჩვენ ვაცხადებდით რომ პოლარიზაციას და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში მალე დადგება დრო, როცა პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები და კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში.

 

მოვუწოდებთ შეკრების თითოეულ მონაწილეს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X