02:09 | 2020-11-09 ავტორი: Prime Time

ცესკოსთან მომიტინგეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებისას, „ტვ პირველის” ოპერატორი დაშავდა

ცესკოსთან მომიტინგეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებისას, „ტვ პირველის” ოპერატორი დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ ცესკოს ტერიტორიაზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა.

 

არსებული ინფორმაციით, დაშლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი დაშავებული ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორიცაა.

 

ცნობისთვის, 8 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, ცესკოსთან შეკრებილიყვნენ. „ვერავინ იქ ვეღარ შევა, ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა“, – განაცხადა მელიამ.

 

აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა სცადეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ აქტივისტები ჯებირების მორღვევას. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.

 

ცესკოთან განვითარებულ მოვლენებზე ყველა ინფორმაცია და ვიდეო ნახეთ აქ

 

 

ავტორი: Prime Time

X