
მზარდია ინფექციაა, ჩვენი შეკრებებით ცეცხლს ვეთამაშებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„თუ ჩვენ იმ რეკომენდაციებს არ დავიცავთ, რაზეც ყოველდღიურად ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, უფრო რთული მდგომარეობა და რთულად განვითარებად ეპიდემია გვექნება.
თუ ყველაფერს დავიცავთ ინფექციის ზრდა იქნება, მაგრამ ეს მოვლადი იქნება. ნაკლები დაზიანებით გამოვალთ. ცეცხლს ვეთამაშებით ჩვენი შეკრებებით,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 340-მდე გაიზარდა.
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















