21:18 | 2020-04-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პირდაპირ გეტყვით, ცეცხლს ვეთამაშებით, ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე! – ამირან გამყრელიძე

პირდაპირ გეტყვით, ცეცხლს ვეთამაშებით, ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე! – ამირან გამყრელიძე

„ისევ ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ კონფერენციისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, მომავალი ორი-სამი კვირა ძალიან მძიმე იქნება.

 

„ერთი წუთი მოდუნებისა და დამშვიდების უფლება არ გვაქვს. ვატყობ, რომ გუშინ, გუშინწინ დავინახე ისევ ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. რადგან, 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად. ამის ნიშანი გუშინ გვქონდა.

 

ძალიან ბევრ ინსტიტუტს და საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს ძალიან ბევრი მოდელირების მეთოდები. არც ერთ ქვეყანაში ერთი ერთზე არ ემთხვევა, ჩვენ ბევრი გავაანალიზეთ და მათ შორის ერთ-ერთზე შევჩერდით, რომლის მიხედვითაც, თუ ჩვენ დღეს მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამოდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 296 ადამიანია ინფიცირებული,

 

მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

გიორგი გახარიამ საგანგბო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.

 

ასევე, გადაწყდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდეს.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X