23:44 | 2021-01-19 ავტორი: Prime Time

ციხიდან ხალხს კრედიტებს რომ უხსნიდი შენ ის კაცი ხარ – ელისაშვილი ხაზარაძეს (ვიდეო)

ციხიდან ხალხს კრედიტებს რომ უხსნიდი შენ ის კაცი ხარ – ელისაშვილი ხაზარაძეს (ვიდეო)

„ღამის კურიერის“ ეთერში “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

კამათი მამუკა ხაზარაძის სიტყვებმა გამოიწვია, რომლითაც მან ალეკო ელისაშვილს მიმართა: “სირცხვილი არის ის, რომ თქვენ გაიტანეთ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს”.

 

საპასუხოდ ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს შეხვედრების დროს გამართული საუბარი გაახსენა.

 

“თქვენ, ბატონი ალეკო, ბრძანდებით მატყუარა” – უპასუხა ხაზარაძემ, რაზეც ელისაშვილმა მას სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდა.

 

„ცოტა ახლოს ხომ არ დაგენახო?! ალეკო ვარ ელისაშვილი. არაფერი შეგეშალოს. სანამ არ დაგიჭირეს ქვეყანა არ გაგხსენებია. შენ ის კაცი არა ხარ, საქართველოს რომ ატყავებდი? ციხიდან რომ ხალხს კრედიტებს უხსნიდი დაჭერილ ხალხს…აი, ის კაცი ხარ შენ და ღირსებაზე მელაპარაკები“ – უთხრა ელისაშვილმა ხაზარაძეს.

 

ნახეთ ვიდეო: ალეკო ელისაშვილი და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ავტორი: Prime Time

X